დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 60 მილიონი დოლარის დაფინანსება შეუჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი -ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
-ის ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების დეპარტამენტის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტების გაცემას წყვეტს, რადგან უნივერსიტეტი კამპუსებში გამოვლენილ „ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის შემთხვევებს ვერ გაუმკლავდა“.
„იმის გამო, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტმა ანტისემიტური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება ვერ მოახდინა, დეპარტამენტი რამდენიმე მრავალწლიანი გრანტის გაცემას წყვეტს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის თითქმის 3 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური გრანტები და კონტრაქტები გაყინა. გასულ თვეში ჰარვარდის უნივერსიტეტმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას