დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჰარვარდს უცხოელი სტუდენტების მიღებას უკრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლებამოსილება გაუუქმა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის შიდა უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის ვიზიტორთა პროგრამის“ სერტიფიკატი კანონის შეუსრულებლობის გამო გააუქმა.
ნოემმა უნივერსიტეტი „ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კოორდინაციაში“ დაადანაშაულა.
„დაე, ეს იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება აიძულებს იმ უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ, სხვა უნივერსიტეტებში გადავიდნენ, ან იურიდიული სტატუსი დაკარგონ.
ჰარვარდმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი უკანონოა.
„სრულად ვართ ვალდებულნი შევინარჩუნოთ ჰარვარდის შესაძლებლობა, უმასპინძლოს ჩვენს საერთაშორისო სტუდენტებსა და მეცნიერებს, რომლებიც 140-ზე მეტი ქვეყნიდან არიან და უსაზღვროდ ამდიდრებენ უნივერსიტეტს – და ამ ერს. ეს შურისმაძიებლური ქმედება სერიოზულ ზიანს აყენებს ჰარვარდის საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას და ძირს უთხრის ჰარვარდის აკადემიურ და კვლევით მისიას“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.
უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ სასწავლო წელს ჰარვარდში 6 700-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩაირიცხა, რაც საერთო ჩარიცხულთა 27%-ს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია