სა და ს შეხვედრა დაიწყო

ალასკის ქალაქ ანკორიჯში -ის და ს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დაიწყო.
ს და ს შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში მიმდინარეობს.
შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან -ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ს მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გააკეთეს.
სამი-სამზე ფორმატში შეხვედრის შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებს ამერიკის მხრიდან დაესწრებიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის დეპარტამენტის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი.
რაც შეეხება რუსეთის დელეგაციას, ოფიციალური მოსკოვის ცნობით, მის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი , თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.