დოლიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ახალგაზრდა კაცი

26 დეკემბერს დილის საათებში სროლა იყო დოლიძის ქუჩის 41 ნომერში. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას დაჭრილია ახალგაზრდა კაცი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სროლა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი ქუჩაში საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადასაყრელად იყო გასული. მას ავტომობილიდან ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ მომხდრ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დაჭრილი კაცი მანქანით გაიტაცეს. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. კითხვაზე, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი, -ში გვპასუხობენ, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა