დნეპრში, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, დაიღუპა 2 და დაშავდა 15 ადამიანი

უკრაინის ქალაქ დნეპრზე ს იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დნეპრში, საცხოვრებელი კორპუსი და ორი ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, ამ დროისთვის ქალაქში, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 2 და დაშავებულია 15 ადამიანი“, – წერს სერგეი ლისაკი „ტელეგრამ“ არხზე.
მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.
შეგახსენებთ, 19 აპრილის ღამეს რუსეთმა ს რაკეტებითა და დრონებით შეუტია. დნეპრში რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.
ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?