– 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი

2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი.
2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი მხარდაჭერით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია