დმიტრო კულება – ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ

ჩვენ გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ შვეიცარიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა დასრულებულია, რომლის ტექსტი დაბალანსებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.

ასევე დაგაინტერესებთ