დმიტრო კულება – ეჭვი არ არსებობს, რომ გამარჯვება შესაძლებელია

სკეპტიკური ხმები ძალას იკრებენ, მაგრამ მათი პესიმიზმი საშიში შედეგების მომტანია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოცემა Foreign Affairs-ისთვის დაწერილ სტატიაში ამბობს.
“სკეპტიკური ხმები ძალას იკრებენ. არა დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე ან სამხედრო დაგეგმილ სესიებზე, არამედ უფრო მედიასა და საექსპერტო სფეროში. მათი უმრავლესობა ღიად არ უჭერენ მხარს იმას, რომ მ ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ მათი ვითომ პრაგმატული არგუმენტებით გამაგრებულ პესიმიზმი საშიში და ყალბი სტრატეგიული შედეგების აშკარა საფრთხეს შეიცავს”, – წერს კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ასეთი პესიმიზმი გაუმართლებელია და შეცდომა იქნებოდა ასეთი განწყობებისთვის უკრაინისთვის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრის შესაძლებლობის მიცემა.
„უკრაინული გამარჯვება სტრატეგიულ მოთმინებასა და ხედვას საჭიროებს – ხოლო გათავისუფლებული მიწის ყოველი მეტრი ჩვენი სამხედროებისგან დიდ მსხვერპლს მოითხოვს – მაგრამ არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ გამარჯვება შესაძლებელია”, – წერს კულება.
მისი თქმით, ომის მიმდინარეობის წლების განმავლობაში რუსეთმა ფსონები ისეთ დონეზე აწია, როდესაც “ნახევრად ზომები” აღარ არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული