– ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი შეთანხმება კიევისთვის 50 მილიარდ ევროზე ისტორიული მასშტაბის ნაბიჯია.
„ეს ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი ვითომდა „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი თქმით, ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად.
„ევროკავშირი ხელმძღვანელობს გზას და მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს“, – წერს კულება.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, სპეციალურ სამიტზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო