დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ კამერონს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულმა ჩვენმა შეხვედრამ აჩვენა, რომ ს და დიდ ბრიტანეთს გამარჯვებისთვის ერთად მუშაობა აქვთ გადაწყვეტილი. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ურყევ მხარდამჭერად რჩება იარაღით მომარაგების, შეიარაღების ერთობლივი წარმოების გაზრდისა და შავი ზღვის რუსული საფრთხისგან გათავისუფლების საკითხებში“, – წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი საზღვარგარეთ პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას