დმიტრო კულება: ბევრი კომპონენტი და ბევრი გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა იქნეს მიღებული

„შესაძლებელია ფრონტზე სიტუაციის შემობრუნება, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება. აუცილებელია ორი ძირითადი გადაწყვეტილების მიღება, რამაც შეიძლება შეცვალოს ვითარება რუსეთთან ომში“, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ბევრი კომპონენტი და ბევრი გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა იქნეს მიღებული. ზოგიერთი მათგანი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებებს. ზოგიერთი გადაწყვეტილება დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებზე და მათაც, როგორც წესი, ესმით, რომ ეს გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა კულებამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის რუსული ბომბდამშენების განადგურება აეროდრომებსა და ჰაერში.

მისი თქმით, ეს უკრაინის სახმელეთო ჯარების მტკივნეული წერტილია.

„ამიტომ, როგორც კი მოვახერხეთ საჰაერო ბომბების საფრთხის აღმოფხვრას, ჩვენი სახმელეთო პოზიციები გაძლიერდება და რუსეთს წინსვლა ძალიან გაუჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, კულებამ თქვა, რომ ფრონტზე სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა.

„მეორე გამოსავალი, რაზეც ყველა ლაპარაკობს თვეების და წლების განმავლობაში, ეს არის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა. „გაანადგურე მოძრავი რუსული კოლონები და დანაყოფები“, ეს იქნება უზარმაზარი ინვესტიცია ბრძოლის ველზე ტენდენციების შეცვლაში“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.