დმიტრი პესკოვი ფინეთს რუსოფობიაში ადანაშაულებს

კრემლის პრესსპიკერი ეხმაურება ფინეთის გადაწყვეტილებას რუსეთთან საზღვარზე ოთხი საგუშაგოს დახურვასთან გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ფინეთის რუსოფობიური პოზიცია სინანულს იწვევს.

„ეს მხოლოდ ღრმა სინანულს იწვევს, რადგან ჩვენ, ფინეთთან დიდხნიანი, ძალიან კეთილი, პრაგმატული და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა გვქონდა. რა თქმა უნდა, ვწუხვართ, რომ ამ ურთიერთობების ნაცვლად, მივიღეთ ცალსახად რუსოფობიური პოზიცია, რომელზეც ახლა ამ მეზობელი ქვეყნის ლიდერები არიან გადართული. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციაა“, – აცხადებს პესკოვი.

მისივე თქმით, ფინეთის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენენ, რადგან ოფიციალურ ჰელსკინთან დიალოგი აღარ აქვთ.

„ჩვენ არ ვყოფილვართ დიალოგის შეწყვეტის ინიციატორები“, – აღნიშნავს პესკოვი. 

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ლიეტუვის ელჩზე – იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან

გერმანიის ელჩი – ჩვენ ნამდვილად არ ვართ „დიფ სთეითი“, ეს არ არსებობს, ეს გამოგონილია და თუ ვინმეს შეუძლია „დიფ სთეითი“ მაჩვენოს, მე ძალიან მაინტერესებს მისი ნახვა – რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას, ეს გერმანიაშიც მოხდება