დმიტრი პესკოვი: პუტინსა და ტრამპს შორის საუბრის გამართვაზე სამზადისი ჯერჯერობით არ არის

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა 17 ნოემბერს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და -ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის საუბარი შესაძლოა, მოგვიანებით შედგეს, თუმცა ამ დროისთვის ამ მიმართულებით არანაირი სამზადისი არაა.

“ჩვენ შევხედავთ, როგორ განვითარდება ვითარება ამ მხრივ. გარკვეული სახის კონტაქტი მოსალოდნელია. როდის მოხდება ეს, შეუძლებელია ამის გამოცნობა”. – განაცხადა პესკოვმა რუსულ გამოცემა Interfax-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, არის თუ არა გარკვეული გზავნილები აშშ-ს მხრიდან პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის შესახებ, პესკოვმა განაცხადა, რომ “ჯერჯერობით, არა”.

კრემლის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ თუკი მსგავსი დიალოგის გამართვის საჭიროება იქნება, მისი დაგეგმვა “ძალიან სწრაფად” შეიძლება.

“ამ მხრივ პრობლემები არ არის. ვფიქრობ, როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება, [და] ურთიერთგაგება ასეთი კომუნიკაციის საჭიროებაზე ორივე მხარეს დაემთხვევა, [საუბარი] შედგება”. – დაამატა პესკოვმა.

მანამდე, გამოცემა Washington Post-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ 7 ნოემბერს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

თუმცა, მოგვიანებით, გამოცემის მიერ გავრცელებული ეს ცნობა კრემლმა უარყო.

 

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად