დმიტრი პესკოვი: თუ ნატო უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება

დასავლელი სამხედროების ში გაგზავნა გარდაუვალად გამოიწვევს სა და ნატოს პირდაპირ დაპირისპირებას, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი საფრანგეთის ლიდერის, ს განცხადებას, რომელშიც მან უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა.

„თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ მოგვიწევს საუბარი არა რუსეთისა და ნატოს პირდაპირი დაპირისპირების შესაძლებლობაზე, არამედ ამის გარდაუვალობაზე“, – აცხადებ პესკოვი.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების საკითხზე კონსენსუსი არ შედგა.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს.

ასევე დაგაინტერესებთ