დმიტრი პესკოვის განცხადებით, პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს

პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში ს ფედერაცია საპასუხო ზომებს მიიღებს , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ნატო-ს წევრების გადაწყვეტილების შემთხვევაში პოლონეთი მზად არის, რომ მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი განათავსოს.

„სამხედროები, რა თქმა უნდა, ასეთი გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სიტუაციას გააანალიზებენ და ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საპასუხო ნაბიჯს გადადგამენ“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ასევე, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ -ის მიერ სთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.

„ეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, თავიანთ პოზიციებს აუმჯობესებენ. დინამიკა ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?