: საჭიროა მათი მოკვლა? აუცილებელია და ასეც იქნება. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩართული პირის მოკვლა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების ლიკვიდაციის მოწოდებით გამოდის.
“საჭიროა მათი მოკვლა? აუცილებელია და ასეც იქნება. მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ყველა ჩართული პირის მოკვლა. ყველასი – ვინ გადაიხადა, ვინ თანაუგრძნობდა, ვინ დაეხმარა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვის ოლქში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 137 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი პირი, რომელიც თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდა. მოსკოვის სასამართლომ ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი