: გიჟი მამიდა სალომე ბოდავს, რომ იგი თავის სკამს არ დათმობს… ასეთი რაღაცებისთვის ადრე ხალხს განათების ბოძებზე კიდებდნენ

საქართველოში მცდელობაა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოაწყონ “ფერადი რევოლუცია”. ზოგი ადამიანი ქუჩაში ყვირის, გარშემო ყველაფერს ლეწავს და ცეცხლს უკიდებს. მეორე მხარე ჩუმადაა. საქართველოს ვადაგასული “პრეზიდენტი”, ზბიგნევ ბჟეზინსკის გულმოდგინე ფრანგი მოსწავლე, გიჟი მამიდა სალომე ბოდავს, რომ იგი თავის სკამს არ დათმობს, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ასეთი რაღაცებისთვის ადრე ხალხს განათების ბოძებზე კიდებდნენ. ახლა ჰუმანური დროა. ესეც ჩაივლის. ზოგადად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩაძირონ სამოქალაქო დაპირისპირებების უფსკრულში, აიძულონ იგი, არჩევანი გააკეთოს, ერთი მხრივ, თავხედურ ევროკავშირს, NATO-სა და პინდოსტანს (-ს) და, მეორე მხრივ, საქართველოს უძველეს მიწას შორის. მოკლედ, მეზობლები სწრაფად მოძრაობენ უკრაინის გზაზე ბნელი უფსკრულისკენ. ჩვეულებრივ, ეს ძალიან ცუდად მთავრდება.

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, Telegram-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო