დიუკოვმა ევროპულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი დაანონსა – რუსებმა 24 თავისუფალი გუნდი დაასახელეს და მათ შორის, საქართველოცაა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმა “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები 2025 წლის დასაწყისში ევროპული ქვეყნის ნაკრებებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
რუსული პრესა მაშინვე იმ საკითხზე გადაერთო, თუ ვინ შეილება იყოს მათი გუნდის მეტოქე. metaratings.ru წერს, რომ ევროპის კონტინენტისთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ, მარტში ან ივნისში თავისუფალი ფანჯარა 24 გუნდს ექნება.
აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე ბელარუსთან, თურქეთთან, უნგრეთთან, თურქეთთან, ბულგარეთთან და სომხეთთან ერთად, საქართველოსაც ასახელებს, რომელიც სწორედ იმ 24 ნაკრებში შედის.
რა თქმა უნდა,
ეს მხოლოდ რუსული პრესის შესაძლო ვარიანტებია და საქართველოსა და რუსეთის ამხანაგური მატჩის გამართვაზე არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
შეხსენებისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულია ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში