დიტო სამხარაძე: მოვა ტრამპი და ეს საგიჟეთი დასრულდება! მე ამის მჯერა

“ნაცები, ნაცმედიები და აგენტი ენჯეოები წუხან პოლიცია რატომ გაიყვანესო! იმიტომ გავიდა პოლიცია, რომ დღეს არასრულწლოვნების მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი გლობალური ომის პარტიას, ნაცებს და ამ ბილწ ენჯეოშნიკებს! სისხლი უნდოდათ და ვერ მიიღეს!”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე წერს სოციალურ ქსელში.
“ახლა რაც შეეხება იმის ან ამის მტრად გამოცხადებას, ჩემთვის პირადად დიტო სამხარაძისთვის ყველა ამერიკელი, ევროპელი, ავსტრალიელი რუსია, რომელიც ჩემი ქვეყნის არევისთვის ფულს ამ ძლოკვებს უხდის! ოკუპანტია, ვინც LGBT პროპაგანდას აფინანსებს! მტერია, ვინც ქართულ ეკლესიას აკნინებს, ლანძღავს! ხოდა ყველა ვინც ჩემი საქართველოს შიდა საქმეში ერევა ბინძურად, ნაბიჭვარი ოკუპანტია‼️ რა აზრი აქვს ქვეყანას და ეთნიკურ წარმოშობას, როდესაც მტრულად ერევიან შენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შელახვისთვის! მოვა ტრამპი და ეს საგიჟეთი დასრულდება! მე ამის მჯერა”- წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გგონიათ, რადგან რუსეთში დადებითად ლაპარაკობენ ამ კანონის თაობაზე, ამიტომ ხელისუფლების მომხრეები არიან? არა, ძაბავენ ვითარებას, რადგან იციან, მათი დადებითი პოზიცია საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია