დირკ შუსტერმა გერმანულ პრესასთან “ტორპედოში” მისვლის მიზეზი განმარტა

ეროვნული ლიგის ბინადარმა “ტორპედომ” გუშინ გვაუწყა, რომ 3 წლით კლუბი ცნობილმა სპეციალისტმა დირკ შუსტერმა ჩაიბარა, რომელიც 2016 წელს გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
სწორედ გერმანული გამოცემა “ბილდი” დაინტერესდა, თუ რატომ გადაწყვიტა შუსტერმა საქართველოში გადაბარგება, რაზედაც მშობლიურ გამოცემას დამრიგებელმა შემდეგი მიუგო:
“კლუბი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ცდილობდა, რომ ჩვენთვის ბევრი გაეკეთებინა და საქმე დაენახებინა, რაც ჩემთვის შთამბეჭდავი იყო.
აქ იქმნება მართლაც საინტერესო პროექტი გამოცდილი პროფესიონალებით და ახალგაზრა ტალანტებით, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა შუსტერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში