დიპპასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას EU იანვრის ბოლოს მიიღებს – მარტა კოსი

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ. ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. მისივე თქმით, იმ ფონზე, რომ კომისიამ საქართველოს ხელისუფლებისთვის განკუთვნილი 100 მლნ ევროე მეტი დაფინანსება შეაჩერა, ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას განაგრძობს. კოსი მიიჩნევს, რომ “ოცნების” ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე საპასუხო რეაქცია უნდა გააძლიერონ.
კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც პირდაპირ იყო განკუთვნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენ თანხების შემდგომი გადანაწილების შესაძლებლობას განვიხილავთ. ასევე, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დავაწესოთ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ შეთავაზებას იანვრის ბოლოს უყრიან კენჭს. იმავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას. მათთვის უკვე 8.5 მილიონი ევროა გამოყოფილი. ასევე, მზად ვართ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო საქმიანობისთვის გამოვყოთ და ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია უნდა გავაძლიეროთ“, – აღნიშნა ევროკომისარმა.