“დიპლომი არც ილიას ჰქონდა და არც ნოე ჟორდანიას, სამაგიეროდ კალაძეს აქვს, დიპლომში კი არ არის საქმე, პრობლემა ესაა” – ლორთქიფანიძე

“საპარლამენტო რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური” – ამ სიტყვების გაგონებისას სპეციალისტებს უპირველესად გერმანია და იტალია ახსენდებათ …
გფრ-ის პირველი პრეზიდენტი თეოდორ ჰაოისი სამ ეპოქაში: კაიზერის დროს, ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდსა და ომის შემგომ გერმანიაში ლიბერალური პარტიის მესაძირკვლე იყო, კონსტიტუციის თანაავტორი გახლდათ, ნაცისტები ავიწროვებდნენ და ამიტომ ფელეტონისტად მსახურობდა, თომას მანის ბიოგრაფიული პორტრეტიც კი ჰქონდა შედგენილი. იოახიმ გაუკი მღვდელი იყო, აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტურ რეჟიმს ებრძოდა, მას საეკლესიო კრებებისა და წინააღმდეგობის ორგანიზატორად მიიჩნევენ, შტაზი დასდევდა, გაერთიანების შემდეგ კი შტაზის არქივების მართვა დაავალა მთავრობამ .. თავისი უკომპრომისო ბრძოლის შედეგად იმდენად დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ სახელმწიფოს მეთაურად მის არჩევას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატებმა, სოციალ-დემოკრატებმა, ლიბერალებმა, მწვანეებმა, მაშინდელ ბუნდესტაგში წარმოდგენილმა თითქმის ყველა პარტიამ. იტალიის პოლიტიკურ სისტემას კარგად არ ვიცნობ, ახლა ვსწავლობ, მაგრამ რამდენიმე აპენინელი პრეზიდენტის შესახებ წამიკითხავს … ჯუზეპე სარაგატი ოცი წელი ებრძოდა ფაშიზმს ემიგრაციიდან, გერმანელ ნაცისტთა ტყვეობაშიც იყო, პარიზში ელჩად მსახურობდა, ომის შემდგომ სათევეში ედგა დამფუძნებელ კრებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიმსახურა ქვეყნის პრეზიდენტის საპატიო სტატუსი. ჯორჯო ნაპოლიტანო იტალიის ათი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, კომუნისტურ პარტიაში ყველა საფეხური გაიარა, იბრძოდა სსრკ-ის ავღანეთში ინტერვენციის წინააღმდეგ, ურთულეს პერიოდში მუშაობდა შინაგან საქმეთა მინისტრად, ორჯერ აირჩიეს ევროპარლამენტში, დაასახელეს სამუდამო სენატორად … მხოლოდ 81 წლის ასაკში გახდა რესპუბლიკის პრეზიდენტი. *** რისი თქმა მსურს! საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი უნდა იყოს გამოცდილი ადამიანი; შეიძლება იგი ყველას არ უყვარდეს, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა უნდა აღიარებდეს მის დამსახურებებს და ამ დამსახურებების გამო პატივს უნდა სცემდნენ, ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს ხალხში და თავისი ბიოგრაფიიდან რაღაც უნდა ჰქონდეს მოსაყოლი თანამემამულეებისათვის. საპარლემენტო რესპუბლიკაში სახელმწიფოს მეთაურს რამდენიმე მთავარი ფუნქცია აქვს: 1. პრეზიდენტი არის კონსტიტუციის სულისკვეთების, მასში გაცხადებული პრინციპების დამცველი; 2. პრეზიდენტი არის გამაერთიანებელი ფიგურა, კომპრომისების მაძიებელი სხვადასხვა ჯგუფებს შორის, არბიტრი (ფოსფორისფერი “ნაკიტკა” რომ აცვია, იმ არბიტრს არ ვგულისხმობ), მომლაპარაკებელი. 3. პრეზიდენტს აქვს “სიტყვის ძალაუფლება”, თავისი გამოსვლებით, აქცენტებით ის იცავს ან ქმნის სხვადასხვა ღირებულებათა სისტემას, პოლიტიკურ კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მეხსიერების პოლიტიკას განსაზღვრავს და ა.შ. ს პრეზიდენტობა იქნება ქართველი ხალხის მუცელში წიხლის ჩარტყმა! გადაჭარბების გარეშე ვამბობ! დიპლომი არც ილიას ჰქონდა და არც ნოე ჟორს, სამაგიეროდ კალაძეს აქვს. დიპლომში კი არ არის საქმე! პრობლემა ის არის, რომ ამ კაცს არსად, არასდროს არ გამოუვლენია, რომ “თხა და გიგო” მაინც აქვს წაკითხული. არცერთი დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღია. ყოველთვის იყო ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის (საც კი არა) ქოფაკი … როცა მოუშვებდნენ საბელს ყეფდა, როცა მოუჭერდნენ ჩუმდებოდა… მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი იყო პარლამენტის ტრიბუნიდან დედის ტრა***ის გინება. მიხეილ ყაველაშვილზე უკეთეს 100 ქართველ ფეხბურთელს ჩამოგითვლით დაუფიქრებლად… საფეხბურთო თვალსაზრისითაც საშუალოზე დაბალი რანგის სპორტსმენი გახლდათ! ყველა პირუთვნელი გულშემატკივარი ამას გეტყვით! მაშ, რაშია საქმე? მოდით გითარგმნით ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის სათქმელს. ოლიგარქი გეუბნებათ:
ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო, თქვენ ხართ არარაობები! არაფერი გაქვთ საერთო თქვენს წარსულთან, მეფეებთან, თერგდალეულებთან, პირველ რესპუბლიკასთან, თხუთმეტსაუკუნოვან ლიტერატურასთან… იმდენად ბეჩავები ხართ, იმდენად უძლურები ხართ, შემიძლია ნებისმიერ დროს დაგამციროთ, შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თქვენ კი ვერაფერს გამიბედავთ, თავსაც ვერ დაიცავთ… რასაც მინდა, იმას ვაკეთებ! ღირსი ხართ, რომ დაგამციროთ, სულში ჩაგაფურთხოთ! ჩემი საკუთრება ხართ!