დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში

დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში – უბრალოდ, უხეში ჟესტით უნდოდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება.
„ბრიუსელის ბიუროკრატია არის უმძიმეს მდგომარეობაში, აბსოლუტურად დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი, ასეთ პირობებში იღებენ ისინი აბსურდულ გადაწყვეტილებებს, რაც არის თავიდან ბოლომდე კონტრპროდუქტიული ბიუროკრატიისთვის. ესეც არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი. ეს არის არსებითად სიმბოლური გადაწყვეტილება, ეს აღინიშნა კიდეც კონკრეტული ადამიანების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს, მაგალითად, იგივე ჩვენს საჯარო მოსამსახურეებს, აქვთ ასევე ჩვეულებრივი პასპორტები, ისინი შეუფერხებლად გადაადგილდებიან ევროპაში, უბრალოდ, უხეში ჟესტით უნდოდათ თავის გამოჩენა ბიუროკრატიის წარმომადგენლებს. ამასაც განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, არც პრაქტიკული კუთხით არ გვაფერხებს, არც სიმბოლური კუთხით, არავითარი ნეგატიური დატვირთვა ამას არ აქვს, პირიქით. ეს არის სირცხვილი ევროპული ბიუროკრატიისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა