“ხალხის ძალის” წევრ დიმიტრი ხუნდაძის ქალიშვილი ეხმიანება ნაც.მოძრაობის წევრ მეგი გოცირიძის ფეისბუქ პოსტს, რომელშიც ის წერს, რომ ხუნდაძის შვილს ოქროს ბირჟს თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ოქრო არ მიჰყიდეს.
თიკა ხუნდაძის თქმით, მსგავსი არაფერი მომხდარა.
“ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა… მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ! რაც შეეხება ამ ზღაპარს, მსგავსი რამ ბუნებაში არ ყოფილა. აი თქვენ კი, ასეთი მეზღაპრეები, უბრალოდ მეცოდებით.”- წერს თიკა ხუნდაძე.
