დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციაზე – ყველა ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია – ვინ რა დასათაურებით გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ბევრ არაფერს შეცვლის

ყველა ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია – ვინ რა დასათაურებით გამოვა საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ბევრ არაფერს შეცვლის, – ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა მ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ხუნდაძის შეფასებით, ეს ის ოპოზიციაა, რომელსაც ქვეყნის დაზიანების გარდა, სხვა არაფერი შეუძლია და მათ საზოგადოება არჩევნებში მხარს არ დაუჭერს.
„ახლებმა ძველები წარმოადგინეს, მაგრამ “ახალი“ დაირქვეს. “ლელოს“ ამ შემადგენლობით აქვს მოლოდინი, რომ ლელოს გაიტანს. “დროას“ არ ეყოფა დრო იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეს. “გირჩიც“ ორ გირჩად გაყოფილი დარჩება – მათ არა თუ საქვეყნო საქმეების ერთად გადაწყვეტა, ერთმანეთთან საუბარიც არ შეუძლიათ.
ესენი ერთი პოლიტიკური გენეტიკის ხალხია, რომელთაც მხოლოდ ზიანების მოტანა შეუძლიათ – სიკეთეს ქვეყანას ვერ მოუტანენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება