დიმიტრი ხუნდაძე – კანონი გამჭვირვალობის შესახებ ქართულია, ის უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე – რომ „შავი ფული“ საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

რას არ გვპატიობენ და რა არ მოსწონთ ამ ხელისუფლების პრინციპულობაში? ისინი არ გვპატიობენ, რომ არ შევუერთდით სანქციებს, არ ჩავერთეთ ომში, არ დავთმეთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და არ ვიღებთ ქართული გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, რაში იხარჯება გარედან შემოტანილი „შავი ფული“, -განაცხადა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ.
მისივე თქმით, ევროპაშიც აღარ მოსწონთ, უცხოური ფულით შიდა პოლიტიკის ფორმირება.
“საფრანგეთმა და ევროკავშირმა დააინიცირა გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც მხოლოდ რუსეთს არ ეხება და ეხება ასევე -ს და მათ მეგობარ ქვეყნებს.
არ მაქვს იმედი, რომ ჩვენი ოპონენტები მოისმენენ იმიტომ, რომ მათ არ სურთ, რომ რაიმე წაიკითხონ და არგუმენტი ჰქონდეთ. არც მოსმენა სურთ და საზოგადოებასაც უკრძალავენ წაკითხვასა და მოსმენას, მაგრამ მე მაინც ვიტყვი ჩემს სათქმელს.
წელიწადზე მეტია, რაც „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მიდის მსჯელობა, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან არავითარი საწინააღმდეგო არგუმენტი არ ყოფილა დასახელებული. მიდის მხოლოდ იმის ძახილი, რომ ეს არის რუსული კანონი. მინდა გითხრათ, რომ ეს სწორედაც ქართული კანონია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ სიმართლე – შავი ფული საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას და ამას თავად საზოგადოება გააკონტროლებს. ოპოზიცია ყველაფერ ქართულს არქმევს რუსულს – ყველაფერს, რაც კი ქვეყნის ინტერესებში შედის. ქართული რომ არის, სწორედ ამიტომ ებრძვიან. სწორედ იმ „შავი ფულით“ მიდის ბრძოლა ქართველობასთან და დღეს ხელების ბრახუნით სურთ ამ ხმის ჩახშობა, მაგრამ როდესაც ლგბტ პროპაგანდაზეა საუბარი, მაშინ ჩუმად არიან – მათი ხმაც კი არ ისმის.
სწორედ „შავი ფულით“ ებრძვიან საქართველოს, მის სუვერენიტეტს და ხელისუფლებას, რომელიც პრინციპულად იცავს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. რას არ გვპატიობენ და რა არ მოსწონთ ამ ხელისუფლების პრინციპულობაში? ისინი არ გვპატიობენ, რომ არ შევუერთდით სანქციებს, არ ჩავერთეთ ომში, არ დავთმეთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და არ ვიღებთ ქართული გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რომელიც (კიდევე ერთხელ ვამბობ) საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, რაში იხარჯება გარედან შემოტანილი შავი ფული. თავად ევროპაშიც აღარ მოსწონთ, როდესაც გარედან შემოტანილი კუპიურებით ხდება შიდა პოლიტიკის წარმოება. სწორედ ამიტომ საფრანგეთმა და ევროკავშირმა უკვე დააინიციირეს და საფრანგეთში პირველი მოსმენით უკვე ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომელიც ვრცელდება არა მხოლოდ რუსეთზე, არამედ პარტნიორ ქვეყნებზეც კი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს