დიმიტრი ცქიტიშვილი – თუ ამომრჩეველი პარტიების გაერთიანებაში ლოგიკას ვერ ხედავს, შეიძლება პოლიტიკურ ძალებს საერთოდ ზურგი აქციოს – დღევანდელი ოპოზიციის ერთად ყოფნა არის დამაზიანებელი, ერთმანეთსვე დააზიანებენ

ამომრჩეველი თუ პარტიების გაერთიანებაში ლოგიკას ვერ ხედავს, შეიძლება მან საერთოდ ზურგი შეაქციოს [პარტიებს]. დღეს ისეთი ჭრელი და მრავალფეროვანია ოპოზიციური სპექტრი, რომ მათი ერთად ყოფნა არის დამაზიანებელი, ერთმანეთსვე დააზიანებენ, – ამის შესახებ „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მექანიკური გაერთიანება იმ მიზნით, რომ „ყველა ერთად ვიყოთ“, სიტუაციას ვერ შეცვლის.
„ამომრჩეველი თუ პარტიების გაერთიანებაში ლოგიკას ვერ ხედავს, შეიძლება მან საერთოდ ზურგი შეაქციოს. დღეს ისეთი ჭრელია და მრავალფეროვანია ოპოზიციური სპექტრი, რომ მათი ერთად ყოფნა არის დამაზიანებელი, ერთმანეთსვე დააზიანებენ. ამიტომაც, თუ იქნება მექანიკური გაერთიანდება, უბრალოდ, „ყველა ერთად ვიყოთ“ , ჩემი აზრით, ეს სიტუაციას ვერ შეცვლის და მეტიც, გაამყარებს იმ სტრატეგიას, რომელიც საარჩევნოდ არჩეული აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად აქვს შანსი კონფიგურაციას შემდეგი შემადგენლობით: , , ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები: , ხატია დეკანოიძე და პარტია „ლელო“, ს მოსაზრებით, ამ კონფიგურაციამ შესაძლოა, გაამართლოს იმისთვის, რომ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, თუმცა ეს კონფიგურაცია პირველ ადგილზე გამსვლელი კონფიგურაცია არ არის.
„პირველ ადგილზე, ვფიქრობ, რომ უალტერნატივოდ, ნებისმიერ შემთხვევაში გავა „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ის ყველაზე ძლიერი პარტიული ორგანიზაციაა. მას აქვს ყველაზე მეტი ადმინისტრაციული, მატერიალური რესურსი ამ ეტაპზე. გინდა, არ გინდა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათი ეს 25%, თუ 30% აქვთ, მოსახლეობაში რეალურად მათ წინააღმდეგ განწყობა არ არის, მაგრამ ერთია, გავა თუ არა ის პირველ ადგილზე და მეორეა, რამდენად შეძლებს უმრავლესობის დაკომპლექტებას იმ ხმებით,რომელსაც მიიღებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
ამასთან, მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაზე. ცქიტიშვილის მოსაზრებით, უკვე გადაწყვეტილს ჰგავს ის, რომ „ქართული ოცნების“ პიარ-ტაქტიკაში ზის, კონკრეტულად მაქსიმალურად აფილირებული გახადონ ყოფილ მმართველ პარტიასთან, „ნაციონალური მოძრაობასთან“.
„ეს ამოცანა გარკვეულწილად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მისი პოლიტიკური დისკრედიტაცია მოხდეს შემდეგი ეტაპისთვის, თუ ასეთი გეგმა იქნება. ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ასეთ საფრთხეს ხედავს მასში, რომ ეს მზარდი პოპულარობა, შესაძლოა, საარჩევნო პროცესისკენ იყოს წარმართული. ამიტომ, მათ სჭირდებათ ის, რომ არ არსებობდეს მესამე, მეოთხე, მეხუთე ძალა, არსებობდეს „ქართული ოცნება“ და მათი კონკურენტი, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს და ნებისმიერი აფილირებული იყოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამ შემთხვევაში არამარტო გამარჯვების, არამედ პარლამენტში მყარი უმრავლესობის მოპოვების შანსები ეძლევათ“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.