დიმიტრი ცქიტიშვილი – „ევროპული გზის“ წარმატებით გასავლელად საჭიროა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგი, დებატები და საჯარო მსჯელობა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მნიშვნელობაზე, იმისთვის რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე დაიწყოს ევროკავშირის წევრობაზე ბრიუსელთან მოლაპარაკებები, რა უნდა აკეთოს ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, რა კორექტივებს შეიტანს მომხდარი ს წინ პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში, „ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესული ფორუმის“ თავმჯდომარეს, დიმიტრი ცქიტიშვილს ესაუბრა.
– ბატონო დიმიტრი, 14 დეკემბრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და ევროპამ ჩვენს ქვეყანას ფართოდ გაუღო კარი რომ იგი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უახლესი ისტორიის ახალი ეტაპი დაიწყო.
ეს ეტაპი იმის მიუხედავად დადგა, თუ რა უძღოდა წინ ამ გადაწყვეტილების მიღებას, საშინაო და საგარეო ასპარეზზე. ამ დეტალების გახსენებას ახლა მნიშვნელობა აღარც აქვს.
ასეა, რადგან, ჩვენი თაობა ქვეყნისთვის ეპოქალური გადაწყვეტილების შემსწრე და თანამონაწილე აღმოჩნდა, საუბრის დაწყება იმით მინდა შემოგთავაზოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას?
– პირველ რიგში, ვულოცავ ყველას ამ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. შევეცდები ავხსნა რატომაა ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
თავისთავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება შეუქცევადს ხდის ქვეყნისთვის ამ პროცესს. ორი-სამი წლის წლის ჩვენ ამაზე მხოლოდ ოცნება შეგვეძლო და ამის რეალური შესაძლებლობა არ გვქონდა. ფაქტია, რომ გაიხსნა ევროკავშირის კარები. ევროკავშირმა დაიწყო ევროკავშირის რეფორმაზე საუბარი იმისთვის, რომ მომზადებული დახვდეს ევროკავშირის გაფართოებას.
თავისთავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება შეუქცევადს ხდის ქვეყნისთვის ამ პროცესს… ფაქტია, რომ გაიხსნა ევროკავშირის კარები. ევროკავშირმა დაიწყო ევროკავშირის რეფორმაზე საუბარი იმისთვის, რომ მომზადებული დახვდეს ევროკავშირის გაფართოებას
მოგეხსენებათ, ახლა 10 ქვეყნის გაწევრიანებაზეა საუბარი. 90-იანი წლების შემდეგ, როცა ევროკავშირს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შეუერთდნენ, ახალა კი ახალ გამოწვევებზეა საუბარი, რადგან მორიგი გაფართოების შემდეგ ევროკავშირში 37 წევრი ქვეყანა იქნება.
ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ თუ როგორი იქნება ევროპასთან ინტეგრაციის ტემპები
ჩვენთვის ეს პროცესი არის ნაბიჯი, რომელიც გარანტირებულად გვაძლევს საშუალებას ამ გზაზე შეუქცევადი იყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ ეტაპზე ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ თუ როგორი იქნება ევროპასთან ინტეგრაციის ტემპები.
– იმედია, ყველას მალე გაუვლის საზეიმო ეიფორია და ხელისუფლება სწრაფად დაიწყებს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებას, რათა „ქვეყანამ შანსი“ გამოიყენოს, და მალე დაიწყოს ბრიუსელმა საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის ევროკავშირის წევრობაზე.
მაგრამ, ფაქტია, რომ საკმაოდ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ცხადია ისიც, რომ ეს გზა არ იქნება იოლი. ამ თვალსაზრისით არსებობს არა ერთი ქვეყნის გამოცდილება. თქვენი დაკვირვებით, ჩვენთან, პირველ ეტაპზე რაა გასაკეთებელი და კონკრეტულად რომელ მიმართულებებზე უკვე დღეს, ან დღეიდან?
– სულ რამდენიმე ეტაპია. მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადება მნიშვნელოვანია, ანუ იმაზე ახლა რა ეტაპზეც ვართ. გაწევრიანების პროცესამდე მართლაც გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, რადგან ყველა საკითხი, რაცაა გაწერილი სამოქმედო გეგმაში ყველა უნდა შესრულდეს.
პირველ რიგში ,ჩვენ რაც გვაქვს გასაკეთებელი ისაა, რომ უნდა შევასრულოთ ის 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკომისიამ განგვისაზღვრა და რომელსაც მხარი ევროპულმა საბჭომაც დაუჭირა. ცალსახაა ის, რომ თუ ეს საკითხები არ შესრულდა, შემდგომ ეტაპზე გადასვლა გამორიცხული იქნება.
პირველ რიგში ,ჩვენ რაც გვაქვს გასაკეთებელი ისაა, რომ უნდა შევასრულოთ ის 9 მოთხოვნა, რომელიც ევროკომისიამ განგვისაზღვრა და რომელსაც მხარი ევროპულმა საბჭომაც დაუჭირა. ცალსახაა ის, რომ თუ ეს საკითხები არ შესრულდა, შემდგომ ეტაპზე გადასვლა გამორიცხული იქნება
ჩვენ შეგვიძლია, მომხდარი ძალიან ბევრმა დავიბრალოთ ჩვენს თავზე, მთავრობამაც, საზოგადოებამაც, ოპოზიციამაც, მაგრამ რაც მოხდა, დიდწილად განაპირობა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ. შემდეგი ყველა გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ ევროკომისიის რეკომენდაციებს.
რაც პირველ რიგშია გასაკეთებელი, დაწყებული უნდა იყოს მუშაობა. მხედველობაში მაქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნაა ამ 9 რეკომენდაციიდან. არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში. მთელი საარჩევნო პროცესი უნდა განხორციელდეს დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. რეფორმა უნდა შეეხოს -ს არჩევისა და დაკომპლექტების წესს.
ამას ემატება ისევ ის საკითხები, რომელზეც ადრეც იყოს საუბარი. სასამართლო რეფორმა იქნება ეს თუ პროკურატურის რეფორმა. რაზეც მიგვითითეს, რომ ამ თემებზე მნიშვნელოვნად ბევრია გასაკეთებელი იმიტომ რომ ამ სფეროებში დღეისათვის არსებული მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გვაქვს ევროპული ტიპის სასამართლო და პროკურატურა.
ბევრი სამუშაო გვაქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, მათ შორის ეროვნული ბანკი გვქონდეს. ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია.
ბევრი სამუშაო გვაქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მათ შორის საგამოძიებო სამსახური, მათ შორის ეროვნული ბანკი გვქონდეს. ისეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტია
მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დაახლოებით 35 თავის შესრულება მოგვიწევს. უნდა მოვახდინოთ არა მხოლოდ კანონმდებლობის სინქრონიზაცია, არამედ, შემდგომ მათი ევროპულ სტრუქტურებთან სინქრონიზაცია.
ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ, პირველ ეტაპზე საუბარი უნდა იყოს იმ 9 პუნქტის შესრულებაზე, რაც ევროკომისიამ განგვისაზღვრა. ისინი მკაფიოდ არის შესასრულებელი და ამას ვერსად ვერ გავექცევით.
ხელისუფლება ამას როგორც არ უნდა უტრიალოს, სასამართლო რეფორმა გასატარებელია, უნდა იქნას უზრუნველყოფილი სასამართლოსა და პროკურატურის დამოუკიდებლობა, ასევე უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურა. ეს საკითხები პირველ რიგშია განსახორციელებელი.
რა თქმა უნდა, დეპოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარია. დეპოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთმანეთს უნდა ჩაკიდოს ხელი და მეგობრები გახდნენ. ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა იყოს ურთიერთობა, თანამშრომლობის ფორმები, მიუხედავად იმისა, მათ ერთმანეთი მოსწონთ თუ არ მოსწონთ. ეს არის სახელმწიფოს მართვის ერთადერთი სწორი გზა.
ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში რეფორმების განხორციელება წარმოუდგენელია თუ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალებს შორის არ იქნა გარკვეული დიალოგი და საუბარი.
– როგორც ჩანს, არჩევნებამდე ბევრი რამის გაკეთება ძნელი იქნება, მაგრამ, თქვენ გაქვთ განცდა, რომ იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც არჩევნებამდე შეიძლება მოესწროს, ამ მიმართულებით ხელისუფლება იმოძრავებს?
– ბევრი რამ მოსწრებადია. მაგალითად, ძალიან მარტივად შეიძლება იუსტიციის საბჭოს რეფორმა, თუ ამის სურვილი ხელისუფლებას ექნება. ასევე შეიძლება ძალიან სწრაფად გაკეთება დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურის, რომელიც მანამდე არსებობდა, მაგრამ, „ქართული ოცნებამ“ იგი, ასე თქვათ, დაიმორჩილა.
მმართველ გუნდს რაც უნდა იმას სწრაფად აკეთებს და ახლაც შეუძლია სწრაფად შეცვალოს ვითარება, თუ ამის ნება და სურვილი ექნება. იგივე ეხება პროკურატურას. კი ვთქვი, მმართველ გუნდს როცა უნდა სწრაფად მოქმედებსთქო, მაგრამ, მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ რეფორმების განსახორციელებლად იგი სწრაფად იმოქმედებს.
კი ვთქვი, მმართველ გუნდს როცა უნდა სწრაფად მოქმედებსთქო, მაგრამ, მე ცოტა ეჭვი მეპარება, რომ რეფორმების განსახორციელებლად იგი სწრაფად იმოქმედებს
ერთ-ერთი პირველი რაზეც ახლა უნდა მოსდეს კონცენტრაცია საარჩევნო პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად დემოკრატიულად.
– რაც შეეხება საარჩევნო პროცესს და ცესკოს. ცესკო-ს თავმჯდომარე მმართველმა გუნდმა მას შემდეგ დაამტკიცა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატი არ წარადგინა.
რის შემდეგაც მმართველმა გუნდა მიიღო კანონი, რითაც ცესკო-ს თავმჯდომარის წარდგენის უფლება პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის სპიკერს აქვს.
გაქვთ მოლოდინი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარესთან დაკავშირებით მმართველი გუნდი ახალ პროცესს წამოიწყებს?
– მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარება უნდა, არ მაქვს. ვფიქრობ, მას ამის არც სურვილი და არც შესაძლებლობა აღარ აქვს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოხდეს არჩევნების საკითხზე.
ეს პოლიტიკური ოპოზიციის და საზოგადოების საზრუნავი უნდა იყოს.
თუ არჩევნების შედეგმა გარკვეული ეჭვები გააჩინა, მაშინ, ნებისმიერი სხვა დემოკრატიული ინსტიტუტის შედეგად ნაშენი იქნება ძალიან მყიფე და ძალიან საეჭვო.
მოლოდინი იმის, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარება უნდა, არ მაქვს. ვფიქრობ, მას ამის არც სურვილი და არც შესაძლებლობა აღარ აქვს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია უნდა მოხდეს არჩევნების საკითხზე
ამიტომაა ახლა მნიშვნელოვანი ყველას ყურადღების საარჩევნო სისტემაზე გამახვილება. წელს ფუნდამენტურად განსხვავებული არჩევნები იქნება. პირველად ტარდება არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით. ახლა საქართველოს აქვს შანსი და შეუძლია დაასრულოს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა.
პირველად ტარდება არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით. ახლა საქართველოს აქვს შანსი და შეუძლია დაასრულოს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა
ამის მიღწევა არაა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების საქმე, ამ პროცესში საზოგადოებაც უნდა იყოს ჩართული. არჩევნები მეტ-ნაკლებად კარგად კია არა, ბევრად უკეთეს გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს იქნება ნაბიჯი იმისკენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები. ეს კი მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს არჩევნების შედეგებს. დიდია იმის შანსი, რომ არჩევნების შედეგად მივიღოთ კოალიციური მთავრობა, რომლის შედეგი გადაწყვეტილების პროცესს ინკლუზიურს გახდის.
– ოპოზიციამ მოუხშირა საუბარი იმაზე, რომ ემიგრაციას უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში უნდა შეიქმნას დამატებითი საარჩევნო უბნები იმ ქალაქებში, სადაც ემიგრანტები ბევრი არიან და აქვთ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.
ამ თემაზე ხელისუფლების პოზიცია ასეთია – ყველა ემიგრანტს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რადგან ყველა ქვეყანაში არსებობს საელჩოები და მათ შეუძლიათ საელჩოებში მისვლა.
გაქვთ მოლოდინი, რომ არჩევნებში მონაწილეობის საკითხში ხელისუფლება კომპრომისულ ვარიანტებზე იფიქრებს?
– რთული სათქმელია რა სურვილები აქვს ხელისუფლებას. ემიგრანტები საქართველოს მოქალაქეები არიან და ბუნებრივია მათ აქვთ უფლება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
მაგრამ, მესმის ხელისუფლების არგუმენტი, რომ ყველა იმ ქალაქში, სადაც ემიგრანტების რაოდენობა დიდია, ყველგან ვერ გაიხსნება საარჩევნო უბნები. ემიგრანტები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არიან გაფანტული და ყველგან უბნების გახსნა დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხში კომპრომისია საძებნი, უნდა მივიღოთ, როგორც მინიმუმ გაუმჯობესებული და გამარტივებული გარემო. მაგრამ, აქაც შეიძლება იყოს პრობლემა, რადგან ბევრი ემიგრანტი ამა თუ იმ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფება და არაა გამორიცხული გარკვეულ სივრცეში ოფიციალურად დაფიქსირება, შესაძლოა, ბევრმა არ მოისურვოს, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქვეყნიდან დეპორტაცია.
არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობის საკითხში კომპრომისია საძებნი, უნდა მივიღოთ, როგორც მინიმუმ გაუმჯობესებული და გამარტივებული გარემო
ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის თემაზე კონსენსუსი უნდა შედგეს, მაგრამ არ ვიცი ამის შესაძლებლობა რამდენად არსებობს. კომპრომისი დიალოგის ფარგლებში უნდა მოხდეს. მაგრამ, ვხედავთ, რომ ასეთი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის არ არსებობს.
როცა ევროპა გვეუბნება, რომ დეპოლარიზაცია უნდა დავასრულოთ, ეს სულაც არ ნიშნავს ყველას ერთმანეთი უყვარდეს, მაგრამ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი და მსჯელობა აუცილებელია. ახლა ვითარება ასეთია – რაც არ უნდა თქვას ხელისუფლებამ, ოპოზიციას არ მოეწონება, რაც არ უნდა თქვას ოპოზიციამ, არ მოეწონება ხელისუფლებას.
– სტატუსის მონიჭება დაემთხვა პარლამენტის საარჩევნო წელს. სტატუსის მონიჭებამ გარკვეული კორექტივები უნდა შეიტანოს ოპოზიციური პარტიების საარჩევნო დღის წესრიგში.
სტატუსის მონიჭების შემდეგ, სავარაუდოდ, რა კორექტივები უნდა შეიტანონ ოპოზიციურმა პარტიებმა თავისი საქმიანობის დღის წესრიგში?
ახალმა რეალობამ რა იმპულსი შეიძლება მისცეს ხელისუფლება-ოპოზიციის დიალოგს?
– წესით უნდა მისცეს. სურვილი გვაქვს, მათ შორის მეც, რომ პოლიტიკამ დაიწყოს უფრო მეტად საკითხებზე ორიენტირებული დისკუსიები. ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე შესასრულებელია სხვადასხვა მოთხოვნები, რომლებიც 35 თავშია თავმოყრილი და ახლა უნდა იმართებოდეს მათზე მსჯელობა.
საქმე ეხება საკითხებს, რომელიც უნდა აისახოს ქართულ კანონმდებლობაში. მათი შესრულების შედეგად ქვეყანამ უნდა განიცადოს ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. ამას სჭირდება ძალიან ბევრი მსჯელობა. გარდა ტექნიკური პროცესისა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების გასაკეთებელია, აქვს პოლიტიკური განზომილება, რომელთა გადაწყვეტა დიალოგისა და დებატების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არ არის ტექნოკრატიული პროცესი და ამას სჭირდება პოლიტიკური ჩართულობა.
რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგი მინიმალურია, ან ძალიან ზედაპირული. მათ შორის სოციალურ-და ეკონომიკურ საკითხებზე. არადა, საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმირებულობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას აძლევს მას ევროკავშირის არა მხოლოდ კანდიდატობა, არამედ, ევროკავშირის წევრობა
ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეთ მნიშვნელოვან თემებზე იყო საჯარო მსჯელობა და დებატები. დროა ამ თემებზე ყველამ ისწავლოს არგუმენტებით საუბარი და მსჯელობა. „ევროპული გზის“ წარმატებით გასავლელად საჭიროა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაიმართოს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგი, დებატები და საჯარო მსჯელობა.
რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დიალოგი მინიმალურია, ან ძალიან ზედაპირული. მათ შორის სოციალურ-და ეკონომიკურ საკითხებზე. არადა, საზოგადოებას სჭირდება მეტი ინფორმირებულობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას აძლევს მას ევროკავშირის არა მხოლოდ კანდიდატობა, არამედ, ევროკავშირის წევრობა.
სხვათა შორის, ამ მიმართულებით მედიამ უნდა იაქტიუროს და მეტი კითხვები დასვას.
– რასაც ვადევნებთ თვალს, სურათი ასეთია – ხელისუფლება ამბობს, რომ მარტომ, ოპოზიციის გარეშე მიაღწია კანდიდატის სტატუსს და მომავალშიც მარტო აპირებს ევროპულ თემებზე მუშაობას. ასე რამე გამოვა?
– ხელისუფლებას კანდიდატის სტატუს მარტო არ მიუღწევია. გასაგებია, რომ ასეთი პასუხი ხელისუფლებას საარჩევნოდ სჭირდება. რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მთავრობას თავისი დამსახურება აქვს. ცხადია, რომ მთავრობას ამ მიმართულებით გადადგმული აქვს ნაბიჯები. მაგრამ, როგორც ევროკომისიის რეკომენდაციებიდან ჩანს, ისინი არ გვაქვს შესრულებული.
შესაბამისად, მთავრობას ამის მიმართულებით ბევრი არც არაფერი გაუკეთებია. ერთადერთი რამაც შეუწყო ხელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გახლდათ გეოპოლიტიკური ვითარება, რამაც დიდწილად განაპირობა ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება.
შემდეგი ნაბიჯების მიღებისას ევროპა გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ევროპამ უკვე გვითხრა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი. ამის იქეთ საქართველოს როგორი პროგრესი ექნება, ქვეყნის დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული. ამ საქმეში მთავრობის პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, დიდი იქნება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?