დიმიტრი ჩიქოვანის განცხადებით, მასზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის განცხადებით, მასზე მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“.
მისი თქმით, საქმის მასალები ადვოკატის ჯერ კიდევ არ მიუღია.
„ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს. პოლიციამ გამომკითხა ორ კვირაში, საკმაოდ დაგვიანებულია, ცხელ კვალზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. ეს გამოკითხვაც არაფორმალურ სახეს ატარებდა. მას შემდეგ დღემდე არ არის საქმის მასალები ჩემი ადვოკატისთვის გადმოცემული, დაზარალებულად ცნობაც ორი თვის შემდეგ მოხდა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობისთვის ამ საქმეების გამოძიება არც პრიორიტეტია და არც მათ ინტერესებშია, რადგან ცალსახად ისინი არიან ამ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების უკან”, – განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა