დიმიტრი სამხარაძე: ამათ შიში აქვთ! ვაი და მოხდეს ისე, რომ დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს! მერე უკრაინის ომის გაპრავება…

„როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა ა? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს! იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უცხოპლანეტელები იქნებოდნენ?“- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს.როგორც სამხარაძე აღნიშნავს, იმ ხალხს, ვინც პრემიერის ვიზიტი უარყოფითად შეაფასა, შიში აქვთ, რომ „ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა!“. „როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთია? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს!

იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უცხოპლანეტელები იქნებოდნენ? აი, როდესაც სალომია ზურაბიშვილის წყალობით რუსეთს გადაიტანენ ოკეანის მიღმა, მერე სხვა ლიდერები იქნებიან, მსგავს ფორუმზე, პროტოკოლური სურათის გადაღების დროს! რეალობა იცით რა არის? ამათ შიში აქვთ! შიში, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს! მერე უკრაინის ომის გაპრავება, საქართველოში ომის დაწყება და მრავალი წლით მანქურთი აგენტურული ოპოზიციის გაქრობა მომენტალური იქნება! იციან, რომ როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ ში ომს, ისე რუსეთის გარეშე ვერ მოხდება მისი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია! ხოდა შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა! კი, კი, გეშინოდეთ! და სამაჩაბლო საქართველოა და ძალიან მალე დავიბრუნებთ ერთმანეთს!“- წერს დიმიტრი სამხარაძე.