დიმიტრი პოლიანსკი – რუსეთმა, უკრაინის საკითხში ევროპის ქმედებების გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა

რუსეთმა, ევროპული ქვეყნების ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ში კონფლიქტის დარეგულირების პროცესის შეფერხებას ცდილობენ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა, – ამის შესახებ ორგანიზაციაში ს მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.
ს რეჟიმის ევროპელმა სპონსორებმა მოითხოვეს შეხვედრა უკრაინაში ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც 29 მაისს, ნიუ-იორკის დროით 15:00 საათზე (მოსკოვის დროით 22:00 საათზე) გაიმართება. ჩვენ გადავწყვიტეთ, სარკისებურად გვეპასუხა და, თავის მხრივ, მოვითხოვეთ შეხვედრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რიგი ევროპული სახელმწიფოების ქმედებებით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს“, – აღნიშნა პოლიანსკიმ.
პოლიანსკის თქმით, რუსეთის მოთხოვნით, შეხვედრა, სავარაუდოდ, 30 მაისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ