დიმიტრი პესკოვი – 9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვლადიმერ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება

9 მაისთან დაკავშირებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ს ინიციატივა ძალაში რჩება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დიახ, რუსული მხარის, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა ძალაში რჩება“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, 9 მაისს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ს სპეცსამსახურები ყველა საჭირო ზომას იღებენ.
„ჩვენი სპეცსამსახურები და სამხედროები ყველა საჭირო ზომას იღებენ იმისთვის, რომ გამარჯვების დღე მშვიდ, სტაბილურ და მშვიდობიან ატმოსფეროში აღინიშნოს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-ე წლისთავთან დაკავშირებით ში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც, მისი თქმით, 8-10 მაისს იმოქმედებს.