დიმიტრი პესკოვი – უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება

უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე რაკეტებს ეხება. საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც შესაძლოა, ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდეთ. ამიტომ, ეს მართლაც სერიოზული ესკალაცია იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების მიწოდებაზე გადაწყვეტილება ერთგვარად მიღებული აქვს“.
„ვფიქრობ, მსურს გავიგო, რას გააკეთებენ. სად გაგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამდი. ომის ესკალაციას არ ვაპირებ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს