უკრაინას ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„უკრაინულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან მოლაპარაკებების წარმოება მოუწევს, მაგრამ გაცილებით უარესი პოზიციიდან. კიევის რეჟიმის პოზიცია დღითიდღე უარესდება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „რუსეთი უკრაინის საკითხის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად მზად არის“.
„მაგრამ, ასეთი შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში, როდესაც კიევი ამისთვის კარს კეტავს, ჩვენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვაგრძელებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.




