დიმიტრი პესკოვი – უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა.
„მოლაპარაკებების მიზნები ნათელია – კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა. ასევე რუსეთის ფედერაციის ინტერესების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის სურვილზე მიუთითებს.
„ეს ძალიან სერიოზული წინადადებაა, რომელიც ადასტურებს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის რეალურ განზრახვას“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან