დიმიტრი პესკოვი – სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს სადესანტო გემზე თავდასხმის შესახებ მოახსენა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფეოდოსიის პორტზე თავდასხმისა და სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ თავდასხმის შესახებ მოახსენა, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ვლადიმერ პუტინს მოახსენა ფეოდოსიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმისა და დიდი სადესანტო გემის, „ნოვოჩერკასკის“ დაზიანების შესახებ“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ოკუპირებულ ყირიმში ხომალდზე თავდასხმის ფაქტი მანამდე ს თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა.
უწყების ცნობით, ხომალდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ტაქტიკური ავიაციიდან გაშვებული მართვადი რაკეტების გამოყენებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
ოკუპირებული ს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ