დიმიტრი პესკოვი – სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებები არ იგეგმება

სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ სთან მოლაპარაკებები არ იგეგმება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„კონკრეტული გეგმები არ არის, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დაადასტურა, რომ მზად არის ეს საკითხი განიხილოს, სააღდგომო ზავის გამოცდილების გათვალისწინებით. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავიგოთ, არის თუ არა უკრაინული მხარე მზად ამისთვის. პრეზიდენტმა პუტინმა ამ საკითხის სირთულის შესახებ ისაუბრა. მკაფიოდ უნდა განვასხვაოთ რა სიტუაციებში შეიძლება იყოს ეს ობიექტები სამხედრო სამიზნე და რა სიტუაციებში არა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებების შესახებ მზადყოფნა უკვე არაერთხელ გამოხატა.
ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტა „გულდასმით შესწავლის საგანს წარმოადგენს, შესაძლოა, ორმხრივი დიალოგის შედეგად“.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან