დიმიტრი პესკოვი – რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს სამი ქვეყნის ინტერესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ირანის სახელმწიფო მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„სხვადასხვა საკითხებზე რუსეთს, ირანსა და ჩინეთს შორის დიალოგს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სამი ქვეყნის ინტერესების, ასევე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, ბირთვული პროგრამის შესახებ ირანსა და -ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს მიესალმება.
„ჩვენ მივესალმებით თეირანსა და ვაშინგტონს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებას. ორივე მხარის ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დამყარებული მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელების მხარს ვუჭერთ. გვჯერა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით უნდა გადაწყდეს“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, დღეს რომში, თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ -სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია