რუსეთსა და აშშ-ს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტის შესახებ სიახლე ჯერჯერობით არ არის, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა.
პესკოვის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი სამიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.
„კიდევ ერთხელ, ჯერჯერობით სიახლე არ არის. ამ ყველაფრის გარშემო უამრავი ჭორი და სპეკულაცია არსებობს, რომელთაგან უმეტესობა რეალობას არ შეესაბამება“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „უკრაინის საკითხის მოგვარების პროცესში პაუზა არსებობს და სიტუაცია აშშ-სა და რუსეთის ლიდერების ჩარევას მოითხოვს“.
„ნამდვილად, გაჩენილი პაუზა უმაღლეს დონეზე ჩარევას მოითხოვს, თუმცა ეს ჩარევა კარგად მომზადებული უნდა იყოს“, – აღნიშნა პესკოვმა.
