დიმიტრი პესკოვი – რუსეთი სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება

რუსეთი სტამბოლში სთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსული მხარე ხუთშაბათს დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის მზადებას განაგრძობს“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, პესკოვმა სტამბოლში, 15 მაისს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის შემადგენლობის დასახელებაზე უარი განაცხადა.
„როგორც კი პრეზიდენტი პუტინი საჭიროდ ჩათვლის, ჩვენ ამას მაშინ გამოვაცხადებთ“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები