რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის.
„რუსეთი ინარჩუნებს ღიაობას ყველა სახელმწიფოსთან ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ღიაა რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური თანამშრომლობით დაინტერესებული პირებისთვის.
„ის ღიაა სწორედ მათთვის, ვინც დაინტერესებულია ეკონომიკური ურთიერთობებით“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, უცხოური კომპანიები ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან ადრეც იჩენდნენ ინტერესს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიმართ, მაგრამ არა საჯაროდ.
რუსული მედია „როსკონგრესის“ ფონდზე დაყრდნობით იუწყება, რომ არაერთი ამერიკული კომპანია აპირებს მონაწილეობა მიიღოს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 18-21 ივნისს გაიმართება და განაცხადები უკვე მიღებულია.
