დიმიტრი პესკოვი – რუსეთის მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისისთვის ზავის გამოცხადების მიზანი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა – დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს

რუსეთის მიერ შეთავაზებული სამდღიანი ზავის მიზანი მშვიდობის მისაღწევად ს რეჟიმის მზადყოფნის შემოწმება იყო, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ს მიერ შეთავაზებული სააღდგომო ზავის, ასევე, 8, 9 და 10 მაისის სადღესასწაულო დღეებისთვის ზავის გამოცხადების ინიციატივის მიზანი რუსეთსა და ს შორის ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კიევის რეჟიმის მზადყოფნის შემოწმებაა. ჩვენ კიევის მხრიდან დაველოდებით არა ორაზროვან, არამედ საბოლოო განცხადებებს და რაც მთავარია, ქმედებებს, რომლებიც მიზნად კონფლიქტის დეესკალაციას ისახავს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „კიევის რეჟიმის იდელოგიურ საფუძვლეს ნეონაციზმი წარმოადგენს“.
„კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის წინადადებაზე პირდაპირი პასუხის არქონა მიუთითებს იმას, რომ დღევანდელი კიევის რეჟიმის იდეოლოგიური საფუძველი ნეონაციზმია და ჰიტლერის გერმანიასა და ნაციზმზე გამარჯვება მათთვის დღესასწაულს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა, რომელიც სამი დღით, 8-10 მაისს იმოქმედებს.