დიმიტრი პესკოვი – რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ მხარეს დაელოდება

რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა.
“ჩვენი დელეგაცია იქნება იქ და უკრაინულ მხარეს დაელოდება”, – განაცხადა პესკოვმა.
მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე, და ასევე არ დააკონკრეტა შესაძლო შეხვედრის დაწყების დროს.
“არ შემიძლია, როდესაც პრეზიდენტის მითითება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ