დიმიტრი პესკოვი – პუტინსა და ტრამპს შორის ამ ეტაპზე შეხვედრის ორგანიზების საჭიროება არ არსებობს

პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სასწრაფო შეხვედრის ორგანიზების საჭიროება არ არსებობს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჰიპოთეტურად, ეს [შეხვედრა] შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „ახლა უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობა უფრო საჭიროა, ვიდრე ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე“.
„ამ ეტაპზე მოგვარების პრობლემის დეტალებზე საფუძვლიანი და ფრთხილი მუშაობაა საჭირო“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?