დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე – წინ რთული სამუშაოა – ასევე, ევროპელები ყველანაირად აქეზებენ კიევის რეჟიმს ომის გასაგრძელებლად

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის მომზადებაზე მუშაობა რთული პროცესი იქნება.
„განწყობა სამუშაოა. წინ რთული სამუშაო გველის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს.
„მოისმინეთ როგორც ამერიკული, ასევე ჩვენი მხარის განცხადება, რომ ამას შეიძლება დრო დასჭირდეს. ზუსტი ვადები თავიდანვე არ ყოფილა დადგენილი“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ევროპის ქვეყნები რუსეთ-უკრაინის ომის გახანგრძლივების ხელშეწყობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„ამჟამად ევროპელები არ არიან მშვიდობის მომხრეები და არ წარმოადგენენ ძალას, რომელიც ხელს უწყობს მშვიდობის დამყარებას პოლიტიკური და დიპლომატიური კონტაქტების გზით. პირიქით, ევროპელები, ყველანაირად აქეზებენ კიევის რეჟიმს ომის გასაგრძელებლად“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?