დიმიტრი პესკოვი – მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უმასპინძლოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი ყოველთვის მოხარულია, ახლო აღმოსავლეთში -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უმასპინძლოს.
„ჩვენ ყოველთვის გვიხარია ბატონი უიტკოფის მოსკოვში ნახვა და ყოველთვის გვიხარია მასთან კონტაქტი“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
როგორც კრემლის პრესსპიკერი განმარტავს, არსებობს შანსი, რომ მიმდინარე კვირაში ვლადიმერ პუტინსა და სტივ უიტკოფს შორის შეხვედრა გაიმართოს.
პესკოვის თქმით, სტივ უიტკოფთან კონტაქტებს მნიშვნელოვნად, შინაარსობრივად და ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევს.
იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, 6 ან 7 აგვისტოს ჩავა.