დიმიტრი პესკოვი – წინაპირობებზე საუბრობს, რაც ვლადიმერ პუტინის პოზიციას ეწინააღმდეგება

კიევი კონფლიქტის მოგვარების წინასწარ პირობებზე საუბრობს, რაც ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოზიციას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ისინი ცდილობენ ნებისმიერი პროცესისთვის წინაპირობების წამოყენებას, მაგალითად, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტა. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ პუტინის პოზიციას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი თქმით, მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინიციატივას, თუმცა გასათვალისწინებელია მთელი რიგი ნიუანსები.
„შეგახსენებთ, რომ კრემლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ამ ინიციატივას, მაგრამ ამის გაკეთებამდე აუცილებელია არაერთ კითხვაზე პასუხის გაცემა და მთელი რიგი ნიუანსების გადაწყვეტა, რომლებიც პრეზიდენტმა პუტინმაც ჩამოთვალა“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებისთვის ღია რჩება.
„პრეზიდენტი ღია რჩება ამ კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდების მიმართ. სიტუაცია ისეთია, როგორიც არის. კიევისგან არანაირი რეაქცია არ ისმის. პროცესი გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ