დიმიტრი პესკოვი – ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას

ირანიდან რუსეთში გამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და მოსკოვი აგრძელებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს თემა დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. დიდი ხანია სთავაზობს ამ მომსახურებას, როგორც შესაძლო გადაწყვეტას, რომელიც შეამსუბუქებდა გარკვეულ გამაღიზიანებელ ფაქტორებს რიგი ქვეყნებისთვის. ამჟამად აგრძელებს ძალისხმევას, ინარჩუნებს კონტაქტებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ინარჩუნებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ირანის გარშემო დაძაბულობის დეესკალაციას“, – განაცხადა პესკოვმა, რითაც უპასუხა შეკითხვას: განიხილება თუ არა -სა და ირანთან ირანიდან გამდიდრებული ურანის რუსეთში ტრანსპორტირების საკითხი.