დიმიტრი პესკოვი – ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამოცანა შევასრულოთ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის უკრაინის მზადყოფნასთან დაკავშირებით არანაირი პროგრესი არ არის და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს.
„ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. მაგრამ რადგან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის მზადყოფნის კუთხით ჯერჯერობით პროგრესი არ არის, ვაგრძელებთ ოპერაციას. ჩვენ ვხედავთ დინამიკას, დინამიკა თავისთავად მეტყველებს: ჩვენ წინ მივდივართ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან კომენტარი გააკეთა უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2025 წელს სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, ან ერთ-ერთი მეომარი მხარის განადგურებით დასრულდება. პესკოვის მტკიცებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა შეასრულოს ყველა ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევასრულოთ ყველა ის ამოცანა, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დგას“, – განაცხადა პესკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან

თამო კეშელავა: რუსეთის დელეგაცია ჩამოვა, სავარაუდოდ და ღმერთი არ გაგიწყრეთ – ინც ქართველ ერს შეურაცხჰყოფს, ქვეყანაში არ შემოუშვათ! რაკი ეგ კომისიაც შექმენით, პასუხისმგებლობაც ახლა ორმაგად თქვენზეა, ოცნებავ