დიმიტრი პესკოვი – დასავლეთი იწყებს გაცნობიერებას, რომ მათ მიერ გამოყოფილ თანხებს ს რეჟიმი ფლანგავს

დასავლეთი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხები იფლანგება, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მიგვაჩნია, რომ ევროპის დედაქალაქებმაც შეამჩნიეს ეს ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა. ესენი ხომ ის ქვეყნები არიან, რომლებიც ს რეჟიმის აქტიურ დონორებს წარმოადგენენ. ეს ქვეყნები, რა თქმა უნდა, სულ უფრო მეტად იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ იმ თანხის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც ისინი თავიანთი გადასახადის გადამხდელებისგან იღებენ, კიევის რეჟიმი ფლანგავს. ეს აბსოლუტურად აშკარაა. სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება ამას“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა. გუშინ, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სქემაში მონაწილე შვიდ პირს ბრალი წაუყენა, კერძოდ, ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომში“ შესყიდვების კონტროლის გამო. დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრს უფლებამოსილება შეუჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ლაშა ხუციშვილს – 8 მიმდინარე არბიტრაჟში სადავო თანხა პოტენციურად 4.8 მილიარდი დოლარია, რომლის ნაწილი უკვე წაგებულია – იღებთ ამაზე პასუხისმგებლობას? ბიუჯეტში ერთი თეთრიც არ გაქვთ გათვალისწინებული და ვინ გადაიხდის?

„სფერო ინვესტისა” და „სფერო ჰოლდინგის” დაზარალებულები სასამართლოს მიმართავენ განცხადებით, რომ კომპანიის დამფუძნებელი, გივი წულეისკირი და დირექტორი, გიორგი მურუსიძე პატიმრობაში დატოვოს